რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, დევი ტაბიძე:
“ქვეყანაში არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა – პრაქტიკულად, მეხუთე ტალღიდან მე-6 ტალღაში გადავედით. მე დიდი ხნის წინაც აღვნიშნე, რომ შტორმი, ძალიან მძიმე მონაცემები იქნებოდა.
რეალურად, საზეიმო დღეები კიდევ ერთი აქტივატორია იმის, რომ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა.
მე არ ვარ იმ მოსაზრების მომხრე, რომ „ომიკრონი“ იქნება კორონავირუსის დასასრული. ეს გამორიცხულია. მუტაცია არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს. მუტაციის პროცესს ვერ შევაჩერებთ. ახალი ვირუსების წარმოქმა მუდმივად იქნება“,- განმარტავს ტაბიძე.