ივანიშვილის პირადი მოურავი, ყურშა გაყოყოჩებულია, -ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებებს.
შეგახსენებთ, რომ პაპუაშვილის თქმით, პოლიტიკური პარტიები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სპეკულაციების მიზნით იყენებენ.
„ის რომ სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს და მოქალაქეების ხარჯზე მდიდრდებიან ეს არის ცხადი და შემდგარი ფაქტი. ამიტომ გვინდა ეროვნული შერიგება, რომ შევთანხმდეთ სამართლიანი თამაშის წესებზე. რაც შეეხება პაპუაშვილს, ის ცხადია იქნება ასეთ გონორზე მარტივი რამის გამო, მას ხალხის წინაშე არანაირი ვალდებულება არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილის პირადი მოურავია. ყურშა გაყოყოჩებულია ახლა და აკეთებს აი ასეთ კონკრეტულ აგრესიულ განცხადებებს“, – აცხადებს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ სამხარაულის დასკვნას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა და ის მას სრულიად ეთანხმება.
მისივე თქმით, მან ეს არ გაასაჯაროვა, რადგან უფლება არ ჰქონდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ინფორმაცია მიეცა დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის (იგულისხმება ტვ პირველი).
საგულისხმოა, რომ იუნესკომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტად იყო მოხსენიებული.
ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი ლევან სამხარაულის ექსპერტიზამ გაავრცელა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო გარდაიცვალა.