საეჭვო დასკვნა, რომელიც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ შეკითხვებს ვერ პასუხობს. დამალულ დოკუმენტზე დღეს პირველი განმარტება დამოუკიდებელმა ექსპერტმა გააკეთა, რომელიც “ტვ პირველმა” ლექსოს გარდაცვალების დღეს დაიქირავა.
ის ვალდებული იყო ექსპერტიზის დასრულების შესახებ დამკვეთისთვის ეცნობებინა, თუმცა როგორც თავად განმარტავს, გამოძიების ინტერესები უფრო წინ დააყენა და დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში დასკვნის არსებობა დამალა.
მისი დამქირავებლები არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და არც მას აღარ ენდობიან.
ალექსანდრე გეჯაძე კი სამხარაულის ბიუროს მიერ მომზადებულ 7 გვერდიან დოკუმენტში ყველა სიტყვას ეთანხმება და გამორიცხავს, რომ ტელეოპერატორის გარდაცვალება 5 ივლისს მიღებულ დაზიანებებს უკავშირდება.
tv mtavari