ოპოზიციური ერთობის ლიდერები გვარამიას, მელიას, ოქრუაშვილისა და უგულავას მოულოდნელად ჩანიშნული და ასევე მოულოდნელად გადადებული სასამართლო პროცესებს აფასებენ და აცხადებენ, რომ ივანიშვილმა ამით გარკვეული სპეკულაცია სცადა, თუმცა ეს ნაბიჯი მათ ვერ შეაშინებს.
ოპოზიციის განცხადებით, ქვეყანაში მკვეთრი დიქტატორული ფონია და ივანიშვილის მიერ პოლიტიკურ ბრძოლაში სასამართლოს ჩართვა ამის ნათელი მაგალითია:
„ივანიშვილი მიხვდა, რომ ასეთი ნაბიჯებით ვერავის დააშინებს, სასამართლო პროცესები ვერ გახდებოდა ვინმეზე ზემოქმედების მიზეზი, ამიტომ გადაიდგა მორიგი ნაბიჯი“, – განაცხადა “ვეროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ.
„ეს ყვერლაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანა მიდის დიქტატურისკენ, ივანიშვილი მიხვდა, რომ ვერავის მოისყიდდა და ამიტომ ჩართო საქმეში სასამართლო, ახლა კი ამ პროცესების გადადებით, კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ რასაც უნდა, იმას გააკეთებს“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
„ჩვენ ელჩების შუამავლობით 8 მარტს შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და ამ შეთანხმების მიხედვით, უნდა შემწყდარიყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოება, ეს არის ცალსახა და გაწერილი იყო შეთანხმებაში“, – აღნიშნა „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ხელისუფლებამ ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესები ერთმანეთის მიყოლებით დანიშნა, დღეს კი ისევ გააუქმა. მიზეზი ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ფონია, ყოველ შემთხვევაში, პროცესების გადადება სწორედ ამით გაამარლეს, რისიც ოპოზიციას არ სჯერა.