ბოლო 24 საათში, გურიაში კორონავირუსის-135 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

12 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 946, ხოლო გარდაიცვალა — 47ადამიანი.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 973 909-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 919 367, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 14 311 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 109 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 34 115, ხოლო PCR-ით — 23 994.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,63%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 8,51%, ხოლო 7 დღის — 9,79%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 3 180;
  • აჭარა — 638;
  • იმერეთი — 563;
  • ქვემო ქართლი — 173;
  • შიდა ქართლი — 270;
  • გურია — 135;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 219;
  • კახეთი — 184;
  • მცხეთა-მთიანეთი — 102;
  • სამცხე-ჯავახეთი — 99;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 205 საიდანაც, 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 045, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 293.

1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 33 829 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 83 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 33 234.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share