13 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება, – აღნიშნულის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ გაავრცელა.
ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ხვალ საქალაქო სასამართლოში მივა და საკუთარ სათქმელს იტყვის.
სააკაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოტანილ განაჩენსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება.