ლანჩხუთში, საახალწლო ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ პარკში, დღეს 17:00 საათზე დაიწყება
ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
17:00 – 20:00 საათი – საახალწლო ქარავანი, საშობაო ბაზრობა;
17:00 – 17:20 საათი – საკარნავალო მსვლელობა (დრამერები, ელფები, თოვლის ბაბუა)
17:20 – 19:40 საათი – თოვლის ბაბუასთან სამახსოვრო ფოტოები, ელფებთან საბავშვო შემოქმედებითი აქტივობები;
18:00 – 19:20 საათი – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
19:40 – 20:00 საათი – საკარნავალო მსვლელობა (დრამერები, ელფები, თოვლის ბაბუა)
20:30 – 21:30 საათი – ანსამბლი „გორდელა“
22:00 – 22:15 საათი – ჰოროლის საჩვენებელი შოუ
23:00 – 00:05 საათი – ანსამბლი „ჩვენებურები“
00:00 საათი – ფოიერვერკი
00:05 – 01:00 საათი – ანსამბლი „ოჩოს ქოხი“
გთხოვთ დაიცვათ კოვიდ რეგულაციები!
ერთად შევხვდეთ კალანდას!
ლანჩხუთში, საახალო ღონისძიება პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.
გურია თუდეი