ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს- სტოლტენბერგი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„რუსეთი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევას განაგრძობს. რუსეთი განაგრძობს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და შავ ზღვაში ყოფნის ზრდას. საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს მისიებში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share