საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 36 ადამიანი, 1 661 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 60 753 კვლევა, აქედან 34 092 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 26 661 PCR-ით. 13 იანვარს აიცრა 6 864 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,16%-ია, ბოლო 14 დღის – 9,14%-ია, 7 დღის – 9,84%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 984 802 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 924 072 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 395 კი გარდაიცვალა.