“როგორც ლექსო ლაშქარავას გაუკეთეს ის უნდათ, რომ გაუკეთონ… ხალხი თავს მოიკლავს და ცხედარს არ გაატანს”-სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები

“როგორც ლექსო ლაშქარავას გაუკეთეს, ზუსტად ეგრე უნდათ, რომ გაუკეთონ” – თემქაზე, სანატორიუმ ქართლთან ვითარება კვლავ დაძაბულია. დევნილები პოლიციას გარდაცვლილი კაცის ცხედარს არ ატანენ და ამბობენ, რომ სანამ ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენელი არ მივა პოლიციას ცხედრის გადასვენების საშუალებას არ მისცემენ.

“როგორც ლექსო ლაშქარავას გაუკეთეს ზუსტად ეგრე უნდათ რომ გაუკეთონ, რომ წაიყვანენ ცხედარს ახლა და მერე იტყვიან ან მთვრალი იყო, ან ნარკომანი. არავითარ შემთხვევაში გაყვანა არ იქნება, ხალხი თავს მოიკლავს და არ გაატანს ცხედარს არავის”,-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დევნილები უკვე დიდი ხანია აქციებს მართავენ და ხელისუფლებას ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. მათი თქმით, შენობა ავარიულია და ნელ-ნელა იშლება, ადგილზე ცხოვრება კი სიცოცხლისთვის საშიშია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share