ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 იანვრიდან, იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის იცვლება.
კერძოდ, უწყების ცნობით, ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის:
- კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით
- სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი
- იზოლაციის დასრულებიდან, მომდევნო 5 დღე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება
საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის:
- კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით
- სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში
- იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის ტარება
იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.
კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირებისთვისაც.
კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე:
- ბუსტერ დოზით ვაქცინირებული პირები
- ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში
- კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში
მკაცრად, 8 დღე, ექვემდებარებიან კარანტინს და ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში:
- არავაქცინირებულ და არასრულად ვაქცინირებულ პირებს
- ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში
- ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირებს
- პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში
“საკარანტინო და საიზოლაციო ვადების ცვლილება ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციები. საკარანტინო ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია Covid-19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან, რადგან ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში”,-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.