წისქვილკომბინატები შეიძლება, დაიხუროს – თუ ხელისუფლება ფქვილის და ხორბლის იმპორტის გადასახადს არ დაასტაბილურებს, უსამსახუროდ კიდევ ბევრი ადამიანი დარჩება.
„ჩემი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით და შესთავაზებს მათ შეხვედრას. ჩვენც, რასაკვირველია, ჩავერთვებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბიზნესი კარგად გრძნობდეს თავს და არ ჰქონდეს პრობლემები და ამაზე ვიმუშავებთ ერთობლივად, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი ისეთ სენსიტიურ სფეროში როგორიც არის ხორბალი და ფქვილი, პურს რაც შეეხება, ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ ფასების გაძვირება არ მოხდეს,„ – ამბობს ნათია თურნავა.
სფეროს წარმომადგენლები ამ დრომდე პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ.