Covid 19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 63 605 ტესტი და დადასტურდა 8 728 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 8 545 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 13.72%, ბოლო 14 დღის – 10.44%, ხოლო ბოლო 7 დღის – 10.93%.
ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან თბილისში 4 797 გამოვლინდა, აჭარაში – 1 184, იმერეთში – 859, ქვემო ქართლში – 302, შიდა ქართლში – 429, გურიაში – 186, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 289, კახეთში – 339, მცხეთა-მთიანეთში – 176, სამცხე-ჯავახეთში – 138, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 29.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 57 799, საიდანაც 4 386 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 896 – კოვიდსასტუმროში, ხოლო 51 517 – ბინაზე.
მძიმე პაციენტია 1 000, მათგან 280 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 015 592 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 943 212 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 555.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.