90-იანი წლების დაბრუნება და უკონტროლო კრიმინალი – ბათუმში ე.წ გოროდოკის დასახლებაში სამ ავტომანქანას საბურავები დაუჭრეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ერთ-ერთი მეპატრონე მომხდარს პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს.
ლელა ჩხაიძის თქმით, იგი ოპოზიციის, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის მომხრეა, ერთი წლის წინ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნითაც გაათავისუფლეს, დღეს კი მანქანა დაუზიანეს.
სხვა მანქანების მეპატრონეები კი ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ.