მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან ილია მეორეს წერილი გაუგზავნა

წმინდა სინოდის წევრი მეუფე ნიკოლოზი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პატრიარქს წერილი გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც  ნათლისღების სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინებოდა, დილით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე მივიდა. სავარაუდოდ, პატრიარქისთვის გადასაცემი წერილი ტაძარში სწორედ მან მიიტანა.

„ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ იმიტომ, რომ არ მგონია სწორი ამ თემაზე ასე ლაპარაკი. რამდენადაც მე ვიცი, ყოველ დღესასწაულზე მიხეილ სააკაშვილი პატრიარქს ულოცავს დღესასწაულს. ულოცავს ეს ნიშნავს, რომ წერილი მიდის ადრესატამდე, აბა, ისე როგორ მიულოცავს, ხომ? , – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share