„პოლიტიკური კრიზისი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას”. ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მას აქვს მისჯილი კონკრეტულ დანაშაულებზე და მოიხდის სასჯელს ისე, როგორც ყველა პატიმარი”,- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ინიციატივით გამოდის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში იყოს, რისთვისაც საკუთარ ეპარქიას გამოყოფს.