გურიაში დიდთოვლობა გრძელდება. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრზე მეტს აღწევს. უამინდობამ რეგიონში არაერთი პრობლემა შექმნა. გადაადგილება რთულია, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა გზებზე. სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.სასწრაფო დახმარების ბრიგადები ვერ ახერხებენ ავადყოფებამდე მისვლას.
ამის პარალელურად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას აქვეყნებს და წერს , რომ მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და გზების გაწმენდაზე ინტენსიურად მუშაობს რეგიონის მუნიციპალური ტექნიკა.