ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნიან.
ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, მან მესამე პრეზიდენტს უკვე გადასცა წერილი, სადაც საუბარია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და საქართველოს ხელისუფლებისთვის, ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შეხსენებაზე:
“მიხეილ სააკაშვილს გადავეცი წერილი, რომელიც მას გუშინ გადმოუგზავნეს შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან. აღნიშნულ წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად შეახსენებენ ვალდებულებებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დამტკიცებული.
ამავდროულად ისინი გააგრძელებენ დაკვირვებას მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, საუბარია სამართლიანი სასამართლოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნავენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება არის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს წერილი გუშინ გადმომეგზავნა კარლ ჰარცელის სახელით როგორც სააკაშვილის ადვოკატს”, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
წერილის სრული ვერსია:
“ძვირფასო ბატონო მიხეილ, გმადლობთ 2021 წლის 14 ოქტომბრის წერილისთვის.
მივესალმებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში თქვენს გადაყვანას და შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას და გისურვებთ წარმატებულ გამოჯანმრთელებას. საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, უზრუნველყოს ადეკვატური მკურნალობა. მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და სრულად დაიცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიებით დადგენილი მოთხოვნები.მომავალში, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს შემდგომი დეესკალაცია და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად შეიტანონ ამაში წვლილი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით თქვენი ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს, ისევე, როგორც თქვენს მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას.გარდა ამისა, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, რომელიც დაიცავს ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლეს სტანდარტებს და მოაგვარებს იმ ნაკლოვანებებს, რისი მოწმენიც გავხდით ბოლო არჩევნებზე, არის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური მოლოდინი, არამედ გადამწყვეტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის და გამომდინარეობს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან.საყოველთაო ჩართულობებით რეფორმების დროული გატარება და განხორციელება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და სახელმწიფოს მდგრადობის კუთხით რეალური პროგრესის საუკეთესო საშუალებად. ეს კი დაასრულებს მძიმე პოლარიზაციას, რომელიც ამჟამად აზიანებს ქართულ პოლიტიკურ სისტემას.Პატივისცემით,ევროპის კავშირის საბჭოს სახელით – ფრედერიკ ბერნარდი, პრეზიდენტ შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელიევროკომისიის სახელით – ბიორნ ზიბერტი, პრეზიდენ ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტის ხელმძღვანელი.Dear Mr Saakashvili,Thank you for your letter of 14 October 2021.Brussels,European CommissionCabinet of the President18, ПI. 2022We welcome your recent, concerted transfer to the Gori military hospital and your subsequent decision to end your hunger strike, and wish you a successful recovery. The Georgian authorities have a legal responsibility to ensure the health of all prisoners and therefore to provide adequate medical treatment. We also urge Georgia to comply with its responsibilities under the European Convention on Human Rights, and to adhere fully to the interim measures issued by the Court.Looking forward, it is very important that further de-escalation takes place and the government and the opposition must contribute to this together. We will be particularly attentive to the upholding of your fundamental rights as well as to see due legal process being applied.Beyond this, an independent, transparent and accountable judiciary, adhering to the highest standards of ethics and integrity, and addressing the shortcomings witnessed during the last elections, are not only legitimate expectations from Georgian citizens, but are also crucial to the EU- Georgia relationship and in line with commitments taken within our Association Agreement.Timely adoption and implementation of inclusive reforms remain the best chance of tangible progress in further building Georgia’s democracy and resilience, and ending the damaging polarisation currently affecting the Georgian political system.Yours sincerely,For the European CouncilFrédéric BERNARD Head of CabinetMr Mikhail Saakashvili 3,d President of GeorgiaFor the European CommissionBjörn SEIBERT