ორდღიანი უამინდობის შემდეგ, გურიაში დღეს გამოიდარა, თუმცა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, გაუწმენდავი შიდა გზების გამო, პრობლემის წინაშე დგას.
“ამ დილით არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, არცეთ პარტიულ სტრუქტურას არ ვერჩი, მაგტამ როგორც რიგითი მოქალაქე ამ ქვეყნის გული მტკივა რომ ხალხი არავის აინტერესებს, აქედან 3 კილომეტრია სოფლის ცენტრამდის დღეს კი თუ კი ვინმეს სამსახური შემორჩა ფეხით მოუწიათ წასვლა, სამწუხარო ის არის ცენტრში რომ გავიდოდნენ ტრასპორტიც არ დახვდებოდა და ქალაქამდის კიდევ 6 კილომეტრი ფეხით უნდა იარონ აი ეს არის რეალობა!!”-წერს შემოქმედში, გორისფერდში მცხოვრები ვლადიმერ ერქომაიშვილი, რომელიც ადგილიდან რამდენიმე ფოტოსაც ავრცელებს.