ოზურგეთის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. მოსახლეობას კი ისევ არა აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდის აღდგება დაზიანებული ხაზები.
ინფორმაციისთვის, “გურიის მოამბე” ენერგო პრო ჯორჯიას ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელს, გია ნაკაიძეს დაუკავშირდა.
მისი თქმით ამ დროისთვის ელექტრი ენერგია ოზურგეთის სოფლების 10%- ს არ მიეწოდება. მელექედური, ლიხაური, დვაბზუ, ჭანიეთის ნაწილი, ნატანების ნაწილი, ნასაკირალი და მერიის მიმდებარე სოფლები, სადაც მაღალი ძაბვის ხაზია დაზიანებული, უკვე მეორე დღეა ჩაბნელებულია.
ნაკაიძის თქმით, აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
გარდა უშუქობისა, ოზურგეთში თოვამ სხვა პრობლემებიც შექმნა. დიდთოვლობის გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესიც. გაუწმედავი გზების გამო, ვერ ხერხდება საზოგადოებრივი ტრასპორტით სარგებლობა.