ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს.
საკრებულომ, თავმჯდომარის მოადგილედ ნინო ჭანიშვილი აირჩია.
ნინო ჭანიშვილის კანდიდატურა კოლეგებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ წარუდგინა.
ის ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს წევრია და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელობს.
ოფიციალური ინფორმაცია