უკრაინა ომისთვის ემზადება. ქვეყანა, რომელიც საკუთარი არჩევანის თავისუფლბისთვის იბრძვის, აცხადებს, რომ მზად არის, კრემლს შეიარაღებული პასუხი გასცეს.
შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პარალელურად, უკრაინა რიგითი მოქალაქეების მომზადებასაც იწყებს. 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი ნაციონალური წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ, რომლის საფუძველზეც იქმნება ტერიტორიული თავდაცვითი შტაბები.
გამოცდილ სამხედროებთან ერთად მასში იქნებიან მოხალისეები, ექნებათ შეიარაღება და საომარი მოქმედების დაწყების შემთხვევაში, კონკრეტულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებლები.
უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის მობილიზების ტემპის გათვალისწინებით, ტერიტორიული თავდაცვითი შტაბების დაკომპლექტების დროც შეზღუდულია.