ქართული თეატრისა და კინოს უხუცესი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ სხირტლაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თვალს აქტიურად ადევნებს, თავის აზრს “კვირის პალიტრასთან” გამოხატავს და მისი და სალომე ზურაბიშვილის ურთიერთობის შესახებ საუბრობს:
“სალომე ყოველთვის ძალიან მიყვარდა. თუმცა, რაც მე სალომეს ვიცნობდი, იმის მეათედი აღარ იყო, როცა პრეზიდენტად დასვეს… ადამიანია და ჩაკლეს ამდენი შემოსევებით! ერთხელ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოვდიოდი და იქ ვთქვი, რომ სალომე ძალიან პრინციპულია, რომელი სახელმწიფოს მეთაურთანაც არ უნდა დასვა, იქნება ,,ნა რავნე”-მეთქი… ეს სიტყვა რუსულად რომ ვთქვი, სალომეს ვკითხე, ხომ არ გახსოვს, ქართულად როგორ არის-მეთქი და თანასწორუფლებიანიო, მყისვე მიკარნახა. მივუტრიალდი ხალხს და ვუთხარი, რაღა გინდათ მეტი, წამში შეუფერხებლად გადამითარგმნა-მეთქი…ხალხი ძალიან კმაყოფილი დარჩა, გამოცოცხლდა, გამოფხიზლდა… ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ გული მტკივა. სალომეს ყოველი მხრიდან კბენდნენ და ჭამდნენ. მერე ეს აუცილებლად მოქმედებს ადამიანის ხასიათზე და ბოლოსდაბოლოს ჩაკვდება… მას ბოდიშს ვუხდი და შეიძლება თვითონ უარყოს, მაგრამ ეს ის სალომე აღარ იყო, როცა პრეზიდენტად აირჩიეს, რომელსაც ვიცნობდი… თუმცა, საბედნიეროდ, ბოლოს ისევ გამოცოცხლდა და ძველებური სალომე გახდა!” – განაცხადა თამარ სხირტლაძემ.