მომღერალი ნინო ქათამაძე სანატორიუმ “ქართლში” დატრიალებულ ტრაგედიასა და იქ მცხოვრები დევნილების უკიდურეს პირობებთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ქათამაძე წერს, რომ ამ ადამიანების ტანჯვის გამო ყველას მოეთხოვება:
“მთელი გულით ვიზიარებ – სანატორიუმ “ქართლის” ზურაბ ქირიას გარდაცვალების გამო. წარმოუდგენელი ტრაგედიაა. როდესაც სანატორიუმის ფანჯრებიდან 30 წელი უყურებ შენს ირგვლივ თუ როგორ შენდება ათასობით კორპუსები, თან იმდენი, რომ სუნთქვაც კი შეუძლებელია… 30 წელი ცოცხლებშიც არ წერიხარ, მიუხედავად ტანჯვისა და სასტიკი ცხოვრების ისტორიიისა. და ვინმეს ჰგონია რომ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იყო?!!! ყველას მოეთხოვება!!!!!” – წერს ქათამაძე.