ლიხაურის მონასტრის წინამძღოლმა, მამა იოსებმა ლიხაურის სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცა. ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პედაგოგი, ირმა გორდელაძე წერს:
”1200 ცალი წიგნი საჩუქრად ლიხაურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას-მამა იოსებისაგან.
უნიკალური გამოცემები: ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა, გეოგრაფია, სოფლის მეურნეობა, ანტიკური პერიოდის ავტორები, “ქართლის ცხოვრება”, ქართველი და უცხოელი კლასიკოსები…ამ საგანძურს წლების განმავლობაში აგროვებდა მამა იოსები, უანდერძა მომავალ თაობებს.
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ…დაგვირეკა მამაომ: მე, მაიკოს და დოდოს…რომ დავბრუნდები მონასტერში, მოდით და წაიღეთ წიგნებიო. ეგება მოვკვდე და ჯავრად წამყვებაო.
დღეს წამოვიღეთ ძვირფასი საჩუქრები და ლიხაურელი ახალგაზრდების თაობებს გაზრდის ეს ბიბლიოთეკა.
მადლობა მამა იოსებს, დღეგრძელობა მამაო.” – წერს ირმა გორდელაძე.