როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კორონავირუსით ინფიცირებულების კონტაქტები ვართ – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინსტრუქციას აქვეყნებს.
შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან, დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტიში 8 დღით და აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი მომდევნო 9−12 კალენდარული დღის განმავლობაში თუ:
- არ ხართ ან არასრულად ხართ აცრილი;
- მე-2 დოზის მიღებიდან არ არის გასული 14 დღე;
- მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე;
- კოვიდის გადატანიდან გასულია 60 დღეზე მეტი.
თვითიზოლაცია/კარანტინი არ გესაჭიროებათ თუ:
- გაკეთებული გაქვთ ბუსტერი;
- ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 14-90 დღე;
- კოვიდის გადატანიდან არ არის გასული 60 დღე.
აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი კონტაქტისშეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში მათ შორის დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას!