სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
საბჭოს წევრებმა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №628 დადგენილებით დამტკიცებული „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები განიხილეს და შეარჩიეს ის პროექტები, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უნდა დაფინანსდეს. ასევე, იმსჯელეს რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე .