ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში (ფოცხვერეთის უბანი), მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, შიდა მიმოსვლის გზა დაზიანდა.
შემთხვევის ადგილზე ლანჩხუთის მერის მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილი და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე იმყოფებოდნენ.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, მოწვეულია სპეციალისტები, რომელთა დასკვნის საფუძველზე დაიწყება გზის სარეაბილიტაციო- გამაგრებითი სამუშაოები.