ლანჩხუთში, აგარაკის დასახლებაში, აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას საფლავი გაძარცვეს. წაღებულია ბიუსტი, რომელზეც პედასტალზე იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს:
“აფხაზეთის ომის გმირის ვაჟა თოდუას საფლავი სავარაუდოდ არაკაცებმა გუშინ გაძარცვეს.წაღებულია მისი ბიუსტი, რომელიც პედასტალზე იყო დამონტაჟებული.ეს საფლავი ქალაქის ერთერთ ცენტრალურბ უნანში და ქალაქის ყველაზე ცნობილ “აგარაკის”სასაფლაოზე მდებარეობს,იოვანე ნათლისმცემლის ტაძრის წინ.ამ ბოლო დროს სასაფლაოების ძარცვის პირველი შემთხვევავა არ არის.მათ შორის ომის გმირების სასაფლაოებიც გახშირდა.მანამდე ასევე გაქურდეს სოფელ ქვიანში შინდისის გმირის რუსლან წულაძის საფლავი. შსს ასეთ საქმეებთან დაკვშირებით საქმე მხოლოდ ძარცვის მუხლით კი არ უნდა აღძრას,არამდე ყველაზე მძიმე მუხლით უნდა დაიწყოს ძიება და ვინც ჩვენი გმირი ვაჟკაცების საფლავენს შეურაცყოფენ სამაგალითოდ დასაჯონ” – წერს ასკურავა.