კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახმა “შავების” თხოვნით, ე.წ. კანონიერ ქურდს, ქელეხი საკუთარ რესტორანში, საკუთარი ხარჯებით გადაუხადა.
საუბარია, ცნობილ ვეტერან “კანონიერ ქურდ”, “ლუას სამტრედიელზე”, რომელიც 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სოჭის ე.წ. მაყურებელი იყო.
ტვ პირველის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახი, კრიმინალურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირშია. პოლიციელ შვილსა და “შავებს” შორის კი ხიდი მამა ბატონი ბონდოა.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ლუას “სამტრედსკი”,ორი თვის წინ, 13 ნოემბერს სიკვდილის შემდეგ მშობლიურ სამტრედიაში ჩამოასვენეს და პატივით დაკრძალეს, შეკრებილ “შავ სამყაროს” კი რესტორანში, კრიმპოლის მაღალჩინოსნის ოჯახმა უმასპინძლა.
კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახის კუთვნილი რესტორნის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, “კანონიერი ქურდისთვის” რესტორანში გადახდილ ქელეხს, სამართალდამცველების დარაჯობდნენ.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტის, ქურდული პატივით დაკრძალვას, კახა კალაძის მამა, კარლო კალაძეც ესწრებოდა, ის ინტერვიუში, ადასტურებს, რომ ლუა სამტრედიელი მისი თანასოფლელი იყო,თუმცა ქელეხში ყოფნას არ ადასტურებს.
წყარო : ტვ პირველი