ქსნის ციხიდან 2-მა პატიმარმა გაქცევა სცადა

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ქსნის ციხიდან ორმა პატიმარმა გაქცევა სცადა. აღსანიშნავია, რომ ციხის შიდა პერიმეტრი და საგუშაგო ცარიელია.

პატიმრებმა ციხის კედლებამდე დაუბრკოლებლად მიაღწიეს, თუმცა მავთულხლართებში გაიხლართნენ და გაქცევა სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს. ამ ინციდენტს იუსტიციის სამინისტრო მალავს. არც პენიტენციურ დეპარტამენტში და არც სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ინციდენტს უკვე შეეწირა ქსნის ციხის დირექტორი – ვახტანგ დიდიძე  მოხსნეს და დააქვეითეს. ის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ვახტან დიდიძე პენიტენციური სამსახურის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის ზურაბ პეტრიაშვილის ნათესავია და მის სახლშია ჩაწერილი. პეტრიაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში პაემნების უფროსია. დაქვეითებული დიდიძეც და მისი ახლობელიც ახლა უკვე ერთად მუშაობენ და ორივე მათგანი ცდილობს დაფაროს ქსნის ციხის ინციდენტი და ნათესაური კავშირიც უარყოს.

მიუხედავად გაქცევის თითქმის შემდგარი მცდელობისა, საგუშაგოები ისევ ცარიელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share