ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან წაქაძის ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.
მისივე ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს არსებული ვითარების გამომწვევი მიზეზების შესწავლა.
სამწუხაროდ ქ. ტყიბულის შახტაში აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად 9 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო ერთი პიროვნება გარდაიცვალა. დეპუტატ ბეჟან წაქაძის წამომადგენლობა შემთხვევის ადგილზე იმყოფება და აქტიურად მიმდინარეობს არსებული ვითარების გამომწვევი მიზეზების შესწავლა ასევე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს მედპერსონალთან.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.