“ქართულ ოცნებას” დაკარგული აქვს ის რეალური საყრდენი, რაც არის ხალხის მხარდაჭერა. ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ფორმატი აჩვენებს, რომ ხელოვნურად ინარჩუნებენ საპარლამენტო უმრავლესობას. ეს იმდენად არაბუნებრივი მდგომარეობაა, როდესაც წარმომადგენლობა და რეალობა ერთმანეთს აცდენილია, რომ დიდხანს ვერ გაგრძელდება.”
აღნიშნულის შესახებ, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.