დღევანდელი, 1-ლი თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 000-ს გადასცდა. გარდა ამისა, დღეს ინფიცირებულთა რაოდენობის მორიგი ანტირეკორდია.
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო რაოდენობა 15 016 გახდა.
ლაბორატორიულად დადასტურდა “ომიკრონის” 1 754 შემთხვევა.