“დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მან ცოტა ხნის წინ დატოვა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება:
“ის უფლებების დარღვევა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება, ჩემი აზრით, მოსვენებას არ უნდა აძლევდეს არავის. წარმოუდგენელია, რომ მსგავსი კანონდარღვევები ხდებოდეს, ვის მიმართაც გინდა, მით უმეტეს პრეზიდენტის მიმართ და ამას ყველაფერს მშვიდად ეგუებოდა. ამიტომ, მე რეგულარულად მაქვს მასთან კომუნიკაცია. მერეც ვაპირებ ჩამოსვლას. ახლა გამოვკითხე გორიდან გამოსვლის ეპიზოდზე, იმიტომ, რომ მას შემდეგ არ მქონია კომუნიკაცია.
მე ექიმი არა ვარ, მაგრამ კვალი იგივე შიმშილობის თუ მოპყრობის, რომელშიც ის იმყოფებოდა და იმყოფება, რა თქმა უნდა, არის და ასევე პრობლემები გრძელდება კვებასთან დაკავშირებით და სხვდასხვა. ამაზე ალბათ ექიმებმა უფრო უკეთ უნდა ისაუბრონ, თუმცა სამწუხაროდ, აქაც მისი უფლებები ირღვევა და მათ არ აქვთ საშუალება კომუნიკაციის.” განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, ისაუბრეს პოლიტიკურ საკითხებზე და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.