“საქათმეში მყოფი მელია” – თეთრი სახლის წარმომადგენელი პუტინზე

“საქათმეში მყოფი მელია” – ასე მოიხსენია თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ ვლადიმერ პუტინი მას შემდეგ, რაც პუტიმა თქვა, რომ რუსეთისთვის უკრაინის მხრიდან საფრთხე არსებობს.

”როდესაც მელია საქათმის თავზე ზის და ყვირის, რომ ქათმების ეშინია, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს, ამ შიშის ფაქტად წარმოდგენა არ გამოვა. როდესაც ხედავთ, როგორ ყვირის პრეზიდენტი პუტინი უკრაინისა და უკრაინელების წინაშე შიშზე, ეს არ უნდა განვიხილოთ, როგორც ფაქტის კონსტატირება. ჩვენ ვიცით, თუ ვინ არის მელია ამ შემთხვევაში. უკრაინის საზღვართან რუსული ძალების გაძლიერება ვიხილეთ. ბელარუსში ჯარების გადასროლა ვიხილეთ. ჩვენ დეესკალაცია და სამხედრო ინტერვენციის თავიდან აცილება გვირჩევნია. თუმცა, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პუტინმა უნდა მიიღოს,” – თქვა ფსაკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share