4 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 15 575, ხოლო გარდაიცვალა 39 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის, 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური არის 30,16%, ბოლო 14 დღის — 25,24%, ბოლო 7 დღის — 27,87%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 272 371-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 053 966-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს სულ 15 141 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:
- თბილისი — 10 129;
- აჭარა — 2 173;
- იმერეთი — 3 357;
- ქვემო ქართლი — 1 340;
- შიდა ქართლი — 1 279;
- გურია — 456;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 480;
- კახეთი — 1 091;
- მცხეთა-მთიანეთი — 479;
- სამცხე-ჯავახეთი — 376;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 103.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც, 5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 146, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 271.
1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 195 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 42 ადამიანი.