დღეს გურიაში კორონავირუსის 84 შემთხვევა გამოვლინდა

5 დეკემბერს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისსა და იმერეთში ფიქსირდება.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში  ჩატარდა  18 095 ტესტი, რის შემდეგაც გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების  5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

შემთვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით, ასეთია: 

თბილისში გამოვლენილია 2 053 შემთხვევა, აჭარაში – 453, იმერეთში – 931, ქვემო ქართლში – 339, შიდა ქართლში – 528, გურიაში – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 434, კახეთში – 386, მცხეთა-მთიანეთში – 104, სამცხე-ჯავახეთში – 105, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33. 

დღეს გამოჯანმრთელდა 2 036 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 37. 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1241 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 6671.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share