პუტინი პოზიციებს არ თმობს და დასავლეთისგან უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს ითხოვს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა დიპლომატების დღისადმი გამოქვეყნებულ მისალოც წერილში ისაუბრა.
კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია რომ რუსეთი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოელი მოკავშირეებისაგან ყოვლისმომცველი, იურიდიულად უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს.
პუტინის ულტიმატუმის პარალელურად ბრიუსელში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართა.
მხარეების მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის კრიზისი და ევროპის უსაფრთხოება იყო. მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს რომ ნატო ღია კარის პოლიტიკის პრინციპებს არ უღალატებს და მოკავშირეებს ნებისმიერი აგრესიისაგან დაიცავს.