რა კითხვები აქვთ გარემოსდამცველებს ბახვი 1 ჰესის პროექტთან დაკავშირებით?

გუშინ,  ოზურგეთისა და ჩოხატაურის ადმინისტრაციულ შენობებში  ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. 

ოზურგეთის საკრებულოში   განხილვას ესწრებოდნენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მერიის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო სექტორის, მედიის, ბიზნესის წარმომადგენლები, ოზურგეთის და განსაკუთრებით პროექტის მიმდებარედ არსებული სოფლების მოსახლეობა მათ შორის სკოლისა და ბაღის პედაგოგები.

განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კითხვები დასვა გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია  “ეკოს” დამფუძნებელმა, ირმა გორდელაძემ:

1. რატომ არ სარგებლობთ მდინარეში წყლის ეკოლოგიური ხარჯის გამოსაყვანად სახელმძღვანელოს  “გარემოსდაცვითი ხარჯის შეფასების მეთოდოლოგიას” , რომელიც ევროპული სტანდარტების მიხედვითაა შედგენილი?

2. რატომ არაა დოკუმენტში ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი?

3.ბახმაროს ტურისტულ პოტენციალზე მიყენებული ზარალი არაა ჩამოთვლილი და დაკონკრეტებული.

4. პარალელურად ორი პროექტის ჰესისა და გურიის დაცული ტერიტორიებს შორის რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

5. როცა ბახვი 1 ჰესი ექცევა გურიის დაგეგმარებით დაცულ ტერიტორიაზე თუ განიხილეთ ეს საკითხი შესაბამისმა ინსტანციებმა?

6. მცირე ჰესები ზამთრის თვეებში არ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, როცა ამის დეფიციტია ქვეყანაში, მაშინ რა საჭიროა ჰესები?

შენიშვნებს და რეკომენდაციებს რომელსაც სამინისტროს გავუგზავნით მალე გავასაჯაროებთ.” – აღნიშნა ირმა გორდელაძემ  ” გურიის მოამბესთან”.

აღსანიშნავია ისიც, რომ  ორგანიზაციამ დიდი სამუშაო გასწია მოსახლეობასთან და დაიტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, რომ ბახვი 1 ჰესი არის მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელიც ამჟამად ნებართვების მოპოვების ეტაპზეა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share