ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მისმა მეუღლემ ავტოფარეხში მას შემდეგ ჩაკეტა, რაც ტვ პირველის ჟურნალისტი და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატები კითხვებზე პასუხების მისაღებად დარჩიას სახლს მიადგნენ. კითხვები ეხებოდა ურეკის წყალმომარაგებას და დახარჯულ 80 მილიონს. ტენდერის დასრულების შემდეგ, ურეკს სრულად უნდა ჰქონოდა წყალმომარაგება, თუმცა თანხა დაიხარჯა, რამდენიმე დღის წინ კი ახალი ტენდერი გამოცხადდა , რომელიც 7 მილიონი ლარის ღირებულებისაა.
დავით დარჩიამ სცდა კითხვებსთვის თავი აერიდებინა და ავტოფარეხში შევიდა. შემდეგ კი კარები დარჩიას მეუღლემ გასაღებით ჩაკეტა. ჟურნალისტის კითხვაზე , თუ რატომ აღუკვეთა თავისუფლება პარლამენტის თავმჯდომარეს, მეუღლის პაასუხი იყო – ” იყოს, მას არაფერი მოუვა”.
რაც შეეხება ოპოზიციას, დავით დარჩიას სახლთან იმყოფებოდნენ საკრებულოს წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დავით მჟავნაძე და ბესო ქათამაძე. მათაც ბევრი კითხვა აქვთ დახარჯულ 80 მილიონ ლარზე, თუმცა ახლა არ იციან გამქრალ ფულზე იდარდონ თუ იმაზე , რომ საკრებულოს თავმჯდომარეს ცოლმა თავისუფლება აღუკვეთა.
როგორც დავით მჟავანაძემ აღნიშნა, ურეკის ნაწილს დღემდე წყალი არ მიეწოდება:
“დაიხარჯა 80 მილიონი ლარი და ურეკის ნაწილს დღემდე წყალი არ მიეწოდება. ჩვენ გვაინტერესებდა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია, მაგრამ მეუღლემ ბატონი დარჩია ჩვენს თვალწინ ავტოფარეხში ჩაკეტა და ახლა ვფიქრობთ რაზე ვიდარდოთ, იმაზე რომ 80 მილიონია გაფლანგული თუ იმაზე რომ ადამიანი ჩემს თავლწინ არის გამოკეტილი. ძალიან კომიკური და სამარცხვინოა ეს ყველაფერი” – განაცხადა მჟავანაძემ.
ბესო ქათამაძის განცხადებით , აუცილებელია, ოზურგეთში კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით ვინმე პასუხისმგებლობა აიღოს:
“სად წავიდა 80 მილიონი ლარი, დამატებით 7 მილიონია გამოყოფილი, ვინმემ პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს ოზურგეთში ამდენი თანხის მითვისებასთან დაკავშირებით. ახლა ვართ კურიოზულ სიტუაციაში, თავმჯდომარე გარაჟშია გამოკეტილი და ჩვენ პასუხებს ვერ ვიღებთ. იმედია, ეს კორუფციული ფაქტები გამოძიებული იქნება. ” – აღნიშნა ქათამაძემ.
ურეკის წყალმომარაგების პროექტი 2015 წელს დაიწყო და 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, რის შემდეგაც ურეკს სრულად ექნებოდა წყალომომარაგება. თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ ახალი ტენდერი გამოცხადდა და მისი ღირებულება 7 მილიონი ლარს შეადგენს.
წყარო : ტვ პირველი