დაძაბული და უხერხული დიალოგი პუტინსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს შორის რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე. სერგეი ნარიშკინს ეგონა, რომ უშიშროების საბჭოზე დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას განიხილავდნენ:
პუტინი: თქვენ მოლაპარაკების პროცესის დაწყებას გვთავაზობთ? თუ მათი სუვერენიტეტის აღიარებას? პირდაპირ თქვით
ნარიშკინი: მე დავუჭერ მხარს, რომ….
პუტინი: დაუჭერთ თუ უკვე უჭერთ? პირდაპირ ილაპარაკეთ – კი თუ არა?
ნარიშკინი: მხარს ვუჭერ წინადადებას, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ
პუტინი: ჩვენ ამის შესახებ არ ვსაუბრობთ, ჩვენ ამაზე არ ვმსჯელობთ ჩვენ განვიხილავთ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას
ნარიშკინი: დიახ. მე მხარს ვუჭერ წინადადებას მათი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ
პუტინი: მადლობა, დაჯექით.
რუსეთის უშიშროების საბჭოზე დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავენ და როგორც პუტინი ამბობს, გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებენ.