წუხელ გვიან ღამით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში ვაჟა ხუხუნის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.ოჯახი ემიგრაციაში ცხოვრობს, ხოლო ვინც სახლში იყო, საბედნიეროდ ყველა გადაურჩა ხანძარს, თუმცა ყველაფერი განადგურდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ოჯახის წევრი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ სახლში გატარებულ დროს იხსენებს:
“დედაჩემისა და ბიძაჩემის განცდებზე ვერ ვისაუბრებ ვერასდროს, ვერც ჩემი ბიძაშვილების, ვერც ბიცოლაჩემის….
უბრალოდ ამ კედლებში ჩემი ბავშვობის წლებმაც გაიარა, უსაყვარლესი ბებია-ბაბუის სიყვარულში გათენებულმა დღეებმა. ბაბუა კედლებს რო მიეფერებოდა მიკვირდა, წლების მერე მივხვდი შენი კერა ყველაზე თბილი ყოფილა. ყველა ნივთს გამოელაპარაკები სიყვარულისგან, სხვაგან წასულს შენი კედლები დაგესიზმრება მონატრებისგან. ხოდა იმის ახსნა მინდა რო ბავშობის ნაწილი ამ კედლებშიც მქონდა გამომწყვდეული იქ. ბიძაჩემო შენი ადამიანობა ამას არ იმსახურებდა, მაგრამ ცოცხლები მყავხართ, მადლობა უფალს.”





მსგავსი სტატიები
- 51
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 50
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 41
ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
- 41
კოვიდის ხასიათზე და პროფილაქტიკაზე, ძალიან ბევრი სტატია დავდე. ახლა ვაგრძელებ უამრავი ადამიანის მოთხოვნით. ყველა ვირუსი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტური არიან. მაგრამ, განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით. კერძოდ, ანტიგენური ხასიათით. საერთოდ, ნებისმიერი ვირუსის პანდემია ძალიან სწრაფია. ერთნახევარი თვეც არ უნდა, რომ ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში გადაწვდება. კორონა ვირუსი-…