რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში შევიდნენ

უკრაინული გამოცემა УНІАН-ის ინფორმაციით, რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში შევიდნენ. ინფორმაციას ჟურნალისტმა ანდრეი ცაპლიენკო, ტელეგრამით გაავრცელა.

„ეროვნული თავდაცვა, რომელიც სახიფათო რადიაქტიური ნარჩენების საწყობის შენობას იცავს, მათ მტკიცე წინააღმდეგობას უწევს. თუ ოკუპანტების არტილერია თავს დაესხმება ამ საწყობის ბირთვულ ნარჩენებს, რადიოაქტიური ღრუბლები დაფარავს უკრაინას, ბელარუსსა და ევროკავშირს“ – განაცხადა ჟურნალისტმა.

ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკოც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share