ბათუმში კოვიდინფიცირებულ ორსულს შვილი შეეძინა

ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც მხოლოდ კოვიდინფიცირებული ორსულები იმყოფებიან, კიდევ ერთი ახალშობილი დაიბადა. როგორც კლინიკის დირექტორი ნუგზარ პაპავა „პრაიმტაიმთან” აცხადებს, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

„საკეისრო კვეთა ჩაუტარდა პაციენტს. არანაირი გართულება არ ყოფილა. დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ერთმანეთისგან იზოლირებულად ბოქსირებულ განყოფილებებში იმყოფებიან. ახალშობილს დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ, ორშაბათს, აუღებენ ნიმუშებს კვლევისთვის. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით აქვს თუ არა კორონავირუსი”- აცხადებს ნუგზარ პაპავა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბათუმის სამშობიაროში 24 კოვიდინფიცირებული პაციენტი და 6 ახალშობილია.

“ამ ეტაპზე ბათუმის სამშობიაროში 24 კოვიდინფიცირებული პაციენტი და 6 ახალშობილია. აქედან ორი ახალშობილი კოვიდდადასტურებულია. ორი ახალშობილის ტესტის პასუხი დღეს დილით გახდა ცნობილი და უარყოფითია. ხოლო კიდევ ორ ახალშიბილს ტესტირება ორშაბათს ჩაუტარდებათ. ”

ყველა პაციენტი, დედაც და ახალშიბილიც თავს კარგად გრძნობს. მძიმე პაციენტი არ გვყავს. არც ერთს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. კოვიდკლინიკად მუშაობის პერიოდში ჩვენმა სამშობიარო სახლმა სულ მიიღო 74 კოვიდდადებითი ორსული პაციენტი. აქედან ორი კარანტინში გადავიყვანეთ, ორის რეფერირება სხვა ქალაქში მოხდა. ამჟამად კლინიკაში არის 24 პაციენტი. ხოლო 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა, მათ შორის სამი ნამშობიარები ახალშობილთან ერთად”- აცხადებს ნუგზარ პაპავა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share