ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების პროცედურა უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით დაიწყო. BBC-მ კი ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ევროსაბჭომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
ინიციატივის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ტვიტერზე დაწერა.
„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობა გაუქმებაზე განხილვა დაიწყო.“ – პოლონეთის პრემიერმა ტვიტერზე დაწერა.