საქართველოს ხელისუფლება თავისი ნაბიჯებით ქართველ და უკრაინელ ხალხს ღალატობს, ამიტომ ის მალე უნდა შეიცვალოს – ასე პასუხობენ უკრაინელი დეპუტატები “ქართულ ოცნებას”.
უკრაინელი პოლიტიკოსების შეფასებით, ოფიციალური კიევის დიპლომატიური დემარში სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ისინი ღარიბაშვილის კაბინეტისგან მხარდაჭერას ვერ ხედავენ.
“საქართველოს ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილებით, რაც უკრაინას ეხება, ღალატობს ქართველ ხალხს და ასევე უკრაინელებს – რუსეთისთვის სანქციების არდაწესებით, ქართველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლით, რომ ჩამოვიდნენ უკრაინაში და მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. სწორედ ამ ქმედებებიდან მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. საქართველოს მოსახლეობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია დიქტატორი, აგრესორი პუტინის და ლუკაშენკოს პოლიტიკა. საქართველოში ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს”, – თქვა უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ.