COVID-19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 17 527 ტესტი და დადასტურდა 3 115 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 11 767 ადამიანი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 17.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 23.53%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 18.85%.
ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 347 გამოვლინდა, აჭარაში – 125, იმერეთში – 461, ქვემო ქართლში – 153, შიდა ქართლში – 189, გურიაში – 178, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 266, კახეთში – 220, მცხეთა-მთიანეთში – 77, სამცხე-ჯავახეთში – 57, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 42.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 73 351, საიდანაც 3 025 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 70 326 – ბინაზე.
მძიმე პაციენტია 718, მათგან 250 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 619 274 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 529 623 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 274.