რუსთავის ციხის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მის ადვოკატს, შოთა თუთბერიძეს არ მისცეს.
უფლებადამცველს დაწესებულებაში უთხრეს, რომ მესამე პრეზიდენტს სიცხე აქვს და იზოლირებულია.
ადვოკატი პენიტენციურს მიმართავს, დაუყონებლივ მიეცეს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება და მასთან შეუშვან მისი პირადი ექიმიც.
“თუ პენიტეცნიურის მიზანია, თავად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. მე მაქვს უკვე “პი სი არ” ტესტირება და ვარ მზად კიდევ ნებისმიერი ტესტი ჩავიტარო. ვარ აცრილი და ჩემი მხრიდან მას არავითარი ინფექციური საფრთხე არ ემუქრება. ხოლო თუ პენიტენციური სამსახურის მიზანია, ჩემი ჯანმრთელობის დაცვა, მე მზად ვარ, ყველანაირი რისკი ჩემს თავზე ავიღო, ყველანაირი პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღო და შევხვდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რათა მისი უფლებების ეფექტური დაცვა შევძლო.
პენიტენციურ სამსახურს აქვს სანდოობის პრობლემაც და მე ნამდვილად არ ვიცი, როცა მეუბნებიან, რომ აქვს ტემპერატურა არ ვიცი სიმართლეა თუ არა, ამიტომ ვითხოვთ მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის დაშვებას საპყრობილეში, რათა დავრწმუნდეთ, იმაში რომ პენიტენციური სამსახური სადამსჯელო ღონისძიებას არ ახორციელებს პრეზიდენტის წინააღმდეგ.” – ამბობს შოთა თუთბერიძე