”მე, რაინდი დუმბაძე, სასტიკი წინააღმდეგი ვარ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიღების”

ოზურგეთის სააკრებულოს წევრი ენმ-დან რაინდი დუმბაძე სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას, რომელიც  რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიურად შემოდინების წინააღმდეგაა მიმართული, უერთდება და სოციალურ ქსელში წერს:
”მე, რაინდი დუმბაძე, ეროვნებით ქართველი, სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ლტოლვილად მიღების და საერთოდ მათ მიერ, ჩემი ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის, თუნდაც ტურისტის სტატუსით❗
არ ვარ რუსოფობი❗️
არ ვარ კაცთმოძულე❗️
მესმის, რომ მორიგი რუსი – პუტინი არ არის, მაგრამ მე მათ არ ვენდობი და ეს ჩემი უფლება და თავისუფლებაა, რადგან მე ❤️ჩემი სამშობლო
დღეგრძელობა საქართველოს
Слава Украине❗️
💙💛” – წერს დუმბაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share